შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში

შარლ მიშელი საქართველოში ისევ ჩამოდის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ამჯერად ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას უკავშირდება. კონფერენციის მთავარი საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება იქნება, რომლებმაც ახლახან შექმნეს ასოცირებული ტრიოს ფორმატი.

აღნიშნულ ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დააჩქარონ რეფორმები და ევროპული ინტეგრაციის შემდეგი ეტაპისთვის მოემზადონ. ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შარლ მიშელთან მათი შეხვედრაც გაიმართოს, ამ შემთხვევაში მთავარი განსახილველი თემა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება იქნება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი 19 ივლისს შედგება.

დატოვე კომენტარი