შარლ მიშელის შეთავაზება - ოპოზიციის პოზიცია

შარლ მიშელის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

აქტიური შიდაპარტიული მოლაპარაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმება მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლების შემთხვევაშია შესაძლებელი. მეორე ნაწილი კი მზად არის ევროკავშირის ჩართულობით შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.