შარლ მიშელის მიმართვა

„მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება“ – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა კიევში გამართულ სამიტზე განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, ოდესაზე მიტანილი იერიშით, რუსეთი იმ მილიონობით ტონა მარცვლეულის განადგურებას ცდილობდა, რომლებიც რუსული ბლოკადის გამო ამ დრომდე პორტებშია განთავსებული. მან ასევე აღნიშნა, რომ აფრიკაში ვიზიტის დროს, ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ქმედებების გამო შექმნილ ვითარებაზე დიდი შეშფოთება გამოთქვეს. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს და პარტნიორებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩამდენ ყველა პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს.