შარლ მიშელის განცხადება

12:07, 17.04.2024

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სადავო კანონპროექტს ეხმაურება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და სწორედ ამის პასუხად დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

მსგავსი