შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკოსთა სია ფართოვდება. ევროკავშირის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციის, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები იმედოვნებენ, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, ყველა პუნქტის იმპლემენტაცია მოხდება.

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ამინისტია ჰუმანური აქტია და მას მხარს დაუჭერს. „ევროპელ სოციალისტებში“ კი აცხადებენ, რომ კანონპროექტის შემუშავებაში თავადაც ჩაერთვებიან.

დატოვე კომენტარი