შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების პროცესი 

შარლ მიშელი წავიდა, მის მიერ დატოვებული ხუთპუნქტიანი დოკუმენტის აღსრულება იწყება.

რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ევროკავშირს გირაოს გადახდაზე უარი უთხრა, ამიტომ დღის წესრიგში სწორედ 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის აქტის მომზადება და პარლამენტში ინიცირება დგას. სწორედ კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ანუ მომავალ კვირას გეგმავს ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას და საკომიტეტო განხილვებში ჩართვასაც. ოპოზიციური პარტიების შესვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილებაც უნდა მოხდეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტი ოპოზიციისთვის ორი კომიტეტის თავმჯდომარეობის დათმობას და ამბიციურ საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებსაც გულისხმობს. უკვე კეთდება მინიშნებები, რომელი კომიტეტების ხელმძღვანელობა შეიძლება მოითხოვონ ოპოზიციიდან.