შარლ მიშელის ახალი წინადადება

რაც შეეხება თავად დოკუმენტს, რომელსაც მხარეებს შარლ მიშელი სთავაზობს. ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონის ინიცირება ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ახალი დოკუმენტი მოიცავს მომავალი არჩევნების საკითხსაც, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შეთავაზების შესაბამისად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. საარჩევნო რეფორმის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი ბუნებრივიდან ორ პროცენტამდე იქნება. კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ შარლ მიშელი სახეცვლილ დოკუმენტს დაბალანსებულად და რეალისტურად მიიჩნევს და ახლა პარტიებისგან გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.