შარლ მიშელი საქართველოში წარმომადგენელს გზავნის - შეფასებები თბილისში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება. კრისტიან დანიელსონს შარლ მიშელმა ეს მანდატი უმაღლეს ევროკომისართან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა. ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. „პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში, რათა მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, რაც დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული ქვეყნის ინტერესებშია, იმისთვის რომ საქართველომ შეძლოს მის ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გადაწყვეტილებას, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ჩაერთვება, შეფასებები მოჰყვა უკვე თბილისში.

 

მოამბე