შაქარაშვილის საქმეზე ორი არასრუწლოვანი გამოიკითხა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი არასრუწლოვანი გამოიკითხა. უწყების დატოვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.