შაქარაშვილის საქმე - ადვოკატების განცხადება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები, გლდანის ციხეში გადაღებული და მედიაში გასული ვიდეომასალების საქმესთან შემხებლობას გამორიცხავენ. უფლებადამცველები გეგმავენ, მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ ეს ვიდეომასალა არ მოხვდეს საქმის მასალებში. ადვოკატის თქმით, აღნიშნული ვიდეომალასა საქმესთან კავშირში არ არის.  შუამდგომლობის დაყენებას ადვოკატები 10 სექტემბერს, მცხეთის სასამართლოში გეგმავენ. სწორედ 10 სექტემბერს არის ჩანიშნული პროცესი შაქარაშვილის საქმეზე.