შაქარაშვილის საქმე

სავარაუდოდ, ახალი ჩვენებები გახდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირისთვის ბრალის დამძიმების ერთ-ერთი მიზეზი. მათ შორისაა მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმიც. რეზონანსულ საქმეში ჩნდებიან ახალი მოწმეებიც. პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ ჩვენებების გარდა გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებას ვიდეო-ჩანაწერებით და საგამოძიებო ექსპერიმენტითაც ამყარებს. თუმცა, გადაცემულ საქმის მასალებში ბრალის დასამძიმებლად საჭირო ახალ გარემოებებს და მტკიცებულებებს ვერ პოულობენ ადვოკატები, რომლებსაც პროკურატურის მოთხოვნით მასალების გამჟღავნება ეკრძალებათ.

ბრალის დამძიმების შემდეგ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ხუთი პირი სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგა. სხდომა დახურული იყო.

დატოვე კომენტარი