რა როლი აქვთ არასრულწლოვნებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში. საქალაქო სასამართლომ ექვსი ფიგურანტის მიმართ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
მოსამართლემ დღეს პროკურატურის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო. მათ შორის მთავარი მოწმეების, ვახტანგ ახვლედიანის და გურამ ამირხანაშვილის ჩვენებები, სადაც არასრულწლოვნების ქმედებებიცაა აღწერილი. მათ შორის ორი „ტოიოტა ქამრიში“ იჯდა, ორი „მერსედესის“ მარკის მანქანაში, ორი კი, საგამოძიებო მასალების მიხედვით, არაგვის ხიდზე შაქარაშვილის და მისი თანმხლები პირების გადაადგილებას აკონტროლებდა. სწორედ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ორი არასრულწლოვნისთვის ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი ბრალის დამძიმებას.