გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობაში ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს გაგრძელდება ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები გამოკითხავენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მოწმე ცრუობს და წინა პროცესზე არც კონკრეტული გვარები დაუსახელებია. მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, მას ჩვენება არ შეუცვლია.