შაქარაშვილის საქმე  

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იკითხება. ის არასრულწლოვანი ბრალდებულების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე აძლევს ჩვენებას. ამირხანაშვილი მედიასთან დღეს არ გამოჩენილა. სასამართლოში ის სათადარიგო შესასვლელით შეიყვანეს. ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარია და 19 ივნისის ღამეს მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა.