შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რვა ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე 10 მოწმეს წარმოადგენს. არჩილ დეკანოზიშვილის  განცხადებით, დღეს სავარაუდოდ ბიოლოგიური ექსპერტი დაიკითხება, რომელმაც უნდა გასცეს კითხვას პასუხი – იყო თუ არა გიორგი შაქარაშვილსა და ბრალდებულებს შორის ფიზიკური კონტაქტი.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.