პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ. ირაკლი კობახიძე მათ ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრებმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შაორის ბანაკი გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და კანადიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს. ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის განმავლობაში, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში ჩაერთონ.