შანტაჟის ბრალდება - უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ექვს საათზე მეტ ხანს იკითხებოდა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“- თამარ თედორაძე. სავარაუდოდ, სწორედ მასთან ჰქონდა პირადი მიმოწერა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, მალხაზ თავდგირიძეს, რომელმაც თანამდებობაც და პარტიაც სწორედ ამ მიმოწერის მესამე პირისთვის გადაცემის გამო დატოვა. გამოძიება მისი განცხადების საფუძველზეა დაწყებული. თავდგირიძემ განაცხადა, რომ ამ საუბარს პარტიის ადგილობრივი ლიდერები მისი შანტაჟისთვის იყენებდნენ და ამ მიზეზით დატოვა პოსტი და გუნდი. საქმეზე გუშინ გვიან ღამემდე იკითხებოდნენ ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – ელგუჯა ბაგრატიონი და მამუკა ჯევაში. დაკითხულთა მობილური ტელეფონები გამოძიებამ უკვე ამოიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრალდებებს უარყოფენ.