შანხაიში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა – დაშავებულია 18 ადამიანი

16:05, 02.02.2018

შანხაიში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, დაშავებულია 18 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, სატვირთო ავტომობილი ტროტუარზე ქვეითების მიმართულებით გადავიდა და იქ მყოფებს შეეჯახა.

მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება უკვე მოახერხეს. ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოში გადაყვანილი 18 ადამიანიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

მსგავსი