შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო 

21:15, 15.07.2026

ჩინეთის მეგაპოლისიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შანხაიდან მომავალი პირველი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა. საინაუგურაციო რეისით ჩინელმა ბლოგერებმაც იმგზავრეს. სტუმრები შანხაიდან, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პირადად გაეცნობიან და მიღებულ შთაბეჭდილებებს მილიონობით გამომწერებს სოციალური პლატფორმების საშუალებით გაუზიარებენ. შანხაი-თბილისი მიმართულებით პირდაპირი რეისები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. საავიაციო გიგანტი „ჩაინა ისთერნ ეარლაინსი“ რიგით მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე შემოვიდა.

რა დამატებითი შესაძლებლობები ჩნდება შანხაისთან რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებით – თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან  მარიამ ბერძენიშვილი გვიერთდება.

მსგავსი