შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15 ივლისს დაეშვება. კვირაში სამჯერ, რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე China Eastern Airlines-ი შეასრულებს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს დედაქალაქსა და ჩინეთის 24-მილიონიან მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში აპრილში გაიმართა.
ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე