შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, სადაც ადვოკატები და პროკურორები უკვე შევიდნენ. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი გუშინ დააკავა.