შამბას გზავნილი

მორიგი გზავნილი ოკუპირებული რეგიონიდან. სერგეი შამბა ერთხელ ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართველ და აფხაზ ხალხს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდა, ამჯერად ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს. ,,თუ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ, საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღონ”- ამბობს შამბა, რომელიც დე ფაქტო რეჟიმს მწვავედ აკრიტიკებს და შექმნილი სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს.

აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტიური მხარდამჭერის საჯარო გამოსვლიდან ოფიციალურმა თბილისმა კრემლის მიმართ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი ამოიკითხა. პოლიტოლოგები კი შამბას განცხადებებში რუსული დაკვეთის კვალს ხედავენ.