რომან შამათავას ბრალდების საქმეზე დასკვნითი სიტყვა წაიკითხა დღეს დაცვის მხარემ.
ადვოკატის ინფორმაციით საქმეში ბრალის დასადასტურებელი მტკიცებულებები არ არის. განსხვავებულია პროკურორის პოზიცია.
შეგახსენებთ, საუბარია 2008 წელს სოფელ ხურჩაში განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 10 წლის წინ ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას და თავდასხმის ორგანიზებას ედავება.
პროცესის დეტალებზე საუბარს მარიამ ქურდიანი განაგრძობს.