შალვა შავგულიძე ვერის ბაღში ამომრჩეველს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ვერის ბაღში ამომრჩეველს შეხვდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები. შალვა შავგულიძის თქმით, ცვლილებები უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ხელისუფლებას დაპირებები არ შეუსრულებია.