ნგრევის პირას მისული ავარიული სახლები, მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა, მოხსნილი სოციალური დახმარება, – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელზეც ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებმა შალვა შავგულიძესთან ილაპარაკეს.
ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მოსახლეობას აღარ სჯერა ხელისუფლების ტყუილი დაპირების და სწორედ მთაწმინდიდან დაიწყება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა.