არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო ბოიკოტმა თუ ვინმე პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, თავად რადიკალური ოპოზიციაა, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი. სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა და მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. საუბარია ოპოზიციის ბოიკოტზე, რეფერენდუმზე, უცხოეთის გავლენაზე, პოლარიზაციაზე, შანტაჟზე, პროპაგანდის მარცხზე, ხალხის არჩევანსა და „ქართული ოცნების“ მიზანზე.
თეონა ხუბულავა წერილის დეტალებით და პოლიტიკური გამოხმაურებით.