შალვა პაპუაშვილის წერილი - შეფასებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს, სადაც ომში ჩათრევის მცდელობაზე საუბრობს.

„უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა. ამ პოსტს პაპუაშვილმა დაურთო ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, 2022 წელს, მაკკეინის უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი, „რადიო თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას უჭერდა მხარს. ვიდეომასალაში პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუებსაც ურთავს, სადაც ისინი ამ თემაზე საუბრობენ.

თემაზე ჩვენი ჟურნალისტი თამუნა წიკლაური მუშაობს.