შალვა პაპუაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: საგანგაშოა, რომ, ბრიუსელისა და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილსა და ძალადობასთან. მნიშვნელოვანია, ბრიუსელმა განმარტოს, გულისხმობს თუ არა ის „ევროპულ ღირებულებაში“ მისი დაფინანსებული პირების მიერ წარმოებულ სიძულვილის კამპანიას, ტერორს და აპირებს თუ არა, შეწყვიტოს ძალადობის წამქეზებელი ჯგუფების მხარდაჭერა.
„გუშინ ევროკავშირის ერთ-ერთმა კომისარმა „ქართველ ხალხს“ მიმართა სიტყვებით: „იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“. ჩვენი საზოგადოება უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ ბრიუსელიდან ხალხს როდესაც მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს, ძალადობას ავრცელებენ და ამით „ევროპულ ღირებულებად“ ამკვიდრებენ ზიზღს, ტერორს. ეს რომ ასეა, ამ მიმართვიდან რამდენიმე საათში დადასტურდა. ბრიუსელიდან წამოსული შეგულიანება გაციებულიც არ იყო, რომ ჯერ ბრიუსელის მოთხოვნით შეწყალებული გვარამიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ 26 მაისს მსხვერპლი დაგვიანონსა, შემდეგ კი ბრიუსელიდან დაფინანსებული „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი მარიამ სიჭინავა უხამსი ლექსიკითა და მუქარით, თავს დაესხა პარლამენტის წევრს“.