შალვა პაპუაშვილის წერილი
„არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო ბოიკოტმა თუ ვინმე პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, თავად რადიკალური ოპოზიციაა,“ – აცხადებს შალვა პაპუაშვილი. სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საუბარია, ვის რა შედეგი მოუტანა ბოიკოტმა და ქრონოლოგიურადაა აღწერილი მოვლენები და პროცესები.
 
„საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს, მნიშვნელოვანია, კარგად შევაჯამოთ და გავიაზროთ. პაპუაშვილის წერილში აქცენტია გაკეთებული რეფერენდუმზე – მისი თქმით, გასული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რეფერენდუმად მონათლა და თქვა, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ევროპასა და რუსეთს შორის. რაც კრახით დასრულდა. ასევე საუბარია უცხოეთს გავლენაზე, პოლარიზაციაზე, შანტაჟზე, პროპაგანდის მარცხზე, სადაც ხაზგასმულია ტრამპის გამარჯვების შემდეგ USAID-ის საქმიანობის გაცხადებულ მიზნებზე. პაპუაშვილი ასევე წერს ხალხის არჩევანზე და „ქართული ოცნების“ მიზანზე.