შალვა პაპუაშვილის ვიზიტი მონტენეგროში

21:39, 07.05.2026

საპარლამენტო დიპლომატიის როლი გლობალური დაძაბულობის და საერთაშორისო წესრიგის რღვევის ფონზე – ეს არის მთავარი თემა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება.

ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ სამიტზე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის რანგშია წარმოდგენილი. როგორ შეუძლიათ რეგიონულ ფორმატებსა და პლატფორმებს მშვიდობის და რეგიონული კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა – ეს საკითხი იყო აქცენტირებული საქართველოს პარლამენტის სპიკერის გამოსვლაში და ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მაგალითიც იყო მოყვანილი. მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც, რა დროსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზებს და ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. ევროპის რამდენიმე ქვეყნის საპარლამენტო ჯგუფებმა ქართულ დელეგაციას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

მსგავსი