შალვა პაპუაშვილის შეხვედრა უკრაინულ დელეგაციასთან

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკაზე კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. დღის ბოლომდე დაგეგმილია შეხვედრა აზია-აფრიკის რეგიონის 15-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელთან. ქართული მხარე მათ ინფორმაციას აწვდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედების შესახებ. საპარლამენტო დელეგაცია უკვე შეხვდა უკრაინის წარმომადგენლებსაც.