შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ევროპელ კოლეგასთან

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მხარდაჭერა ექნება – აღნიშნული კიდევ ერთხელ დადასტურდა შალვა პაპუაშვილისა და მისი ავსტრიელი კოლეგის შეხვედრაზე. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე დისკუსიაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსზე მიღებულ დადებით რეკომენდაციაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.