შალვა პაპუაშვილის პასუხი მიხაელ გალერის

12:15, 01.02.2026

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება: „მიხაელ გალერის ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით არის შესაძლებელი“ – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მანამდე ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერიმ დაწერა: „ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ“.

მსგავსი