შალვა პაპუაშვილის მისალოცი წერილი მიხაელა დოცოვას 

შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. „მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოსა და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.