შალვა პაპუაშვილის მიმართვა ევროკავშირის ელჩს

21:04, 04.06.2025

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას კიდევ ერთხელ მიმართავს და მთავრობისა და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე შეურაცხყოფის კამპანიის დაგმობისკენ მოუწოდებს. მიმართვაში დასახელებულია კონკრეტული ფაქტები. 9 მაისს ევროპის დღის ღონისძიებაზე ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმა, 19 მაისს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მარიამ ლაშხთან დაკავშირებული ინციდენტი, რა დროსაც დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და 22 მაისს სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა ირაკლი ზარქუას მისამართით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ინციდენტში ევროპული დაფინანსების მიმღები ადამიანები მონაწილეობენ. ევროკავშირის სახელი კი სიძულვილისა და ძალადობის პროპაგანდისთვის გამოიყენება.

მსგავსი