მმართველი გუნდი სამოქალაქო დაპირისპირების მზარდ რისკებზე მიუთითებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დონორ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართა. სწორედ მათ და მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს ადანაშაულებენ სამოქალაქო უთანხმოების ხელშეწყობასა და სიძულვილის გასაღვივებლად შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა-ორგანიზებაში. „ქართული ოცნება“ უცხოელი დონორების და მესამე სექტორის წარმომადგენლების კვალს ხედავს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან წინა კვირას განვითარებული მოვლენების მიღმა. უცხოეთიდან დაფინანსებული სიძულვილის კამპანიის ნაწილად ცხადდება თეა წულუკიანის სახლთან მოწყობილი აქციაც. მმართველი პარტია დონორებს რეაგირებისკენ და ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეფასების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. სწორედ დესტაბილიზაციის პრევენციის და უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტექტსში განიხილება გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რასაც ოპოზიციის და მესამე სექტორის საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა. შეფასება კრიტიკულია უცხოეთიდანაც.