შალვა პაპუაშვილის მიმართვა

შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლას „ტვიტერზე“ ეხმაურება. უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომ შეუსაბამო კრიტიკის ნაცვლად, დროა, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ უსაფრთხოების რთულ გარემოს, მივიღოთ დამსახურებული წევრობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად დაასახელა, სხვადასხვა და მცდარი ინტერპრეტაცია გამოიწვია. ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირული დამოკიდებულება. უცხო ძალის ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სარისკო არსებობისა და საფრთხეების შემთხვევების მიუხედავად, დასავლეთს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა მხოლოდ ახლა, რუსეთის მიერ უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემდეგ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა იყო და არის მტკიცედ პროდასავლური, საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე პრორუსულობაში სდებენ ბრალს.

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართულ გზაზე საქართველო საკუთარ პოზიციას მკაფიოდ ადასტურებდა ყოველთვის, თუმცა მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან. ახალა კი დროა, დაგვეხმარონ და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა.