შალვა პაპუაშვილის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს განცხადებით ეხმაურება შალვა პაპუაშვილი. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას, საიდანაც სამი ასპექტი განსაკუთრებით გამოსაყოფია: ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა. სამივე ასპექტი საბჭოთა კავშირის საგარეო მიდგომებს გვახსენებს. ვკითხულობთ განცხადებაში. პაპუაშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა დილიდან შეფასებები.