ისევ შეფასებების თემაა შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის აშშ-ს ყოფილ ელჩთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება. ოპოზიცია ამ განცხადებას პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილს უწოდებს და ამერიკის ყოფილი ელჩის დემონიზაციის გაგრძელებად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ინტერესდებიან, რით იმუქრებოდა საელჩო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 28 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე კელი დეგნანი დაჟინებით ითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე შეერთებას.