სოციალურ ქსელში აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომ რესტორნებში მომსახურე პერსონალმა საჭმელში უნდა ჩაუფურთხოს „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეხმაურება შალვა პაპუაშვილი. სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე წერს: „ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, – ვკითხულობთ პაპუაშვილის განცხადებაში.
საპასუხოდ განცხადება დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X-ში.