შალვა პაპუაშვილის განცხადება
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა, იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. პაპუაშვილის თქმით, იმას, რასაც მმართველი გუნდი ბრიუსელს დიდი ხანია მიუთითებს, დღეს უკვე ამაზე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი, ამერიკაც საუბრობს.