შალვა პაპუაშვილის განცხადება - გამოხმაურება

„ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. „დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.