შალვა პაპუაშვილის განცხადება 

როგორც ჩანს, თარიღები ერევა ვიღაცას, პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ ქართველ ხალხთან დამარცხდნენ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა და გაკვირვება ვერ დამალა, თუ რატომ იკლებენ დღეებს. შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ბრიუსელმა გაწევრიანების საკითხებზე ცალმხრივად შეწყვიტა დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან და ის, რაც შეჩერდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში. პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მონაკვეთში ჩანდა, რომ ქართველ ხალხთან დამარცხებული ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი, ცდილობდა ევროკავშირის საკითხი შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა და მაგალითად, შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის განცხადება მოიყვანა, რომელიც პროტესტის მონაწილეებს „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით,  შვედეთის ხელისუფლება ამ განცხადებას დღემდე არ გამიჯვნია.