დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად, ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შესძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს – ტერორისტებსა და მოძალადეებს, – წერს შალვა პაპუაშვილი სოცქსელში. გუშინ შევიტყვეთ, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მიწერა. ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართლის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს: ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა. ჩვენც ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.