შალვა პაპუაშვილის განცხადება

„მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყეს, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ მცდარი პოზიცია და გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

„უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა, ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწარჩეყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამეთუ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში… ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“. – წერს პაპუაშვილი.