გუშინ ღამით მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება შალვა პაპუაშვილიც, რომელიც გერმანიის ელჩის მხირდან მორიგ დარღვევებზე საუბრობს. „გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს. საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.