შალვა პაპუაშვილის განცხადება - შეფასებები

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, შალვა პაპუაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს. „ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ ხინკალს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე. ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მონაწილეობა, რაც არ უნდა განმეორდეს.

პაპუაშვილი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია და პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას.

„საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა. დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება. საარჩევნო კანონმდებლობა ვრცელდება საქართველოში მყოფ ყველა პირზე, მათ შორის, დიპლომატებზეც. ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები ვალდებული არიან, პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში“.