შალვა პაპუაშვილის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც დღეს შოვში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტის საქმეზე დავის წაგებას ვაშინგტონის არბიტრაჟში. მანამდე კი დილით შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.