შალვა პაპუაშვილის განცხადება 

ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ ათი მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდწილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი“ – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე  გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს დაუწესა. მათ ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.