„არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს“ – არ ამართლებს ქსენოფობიას. ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უფლებადამცველის, ბაია პატარაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამბობს, რომ „რუსები საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ „გააბლატავა“ და აგვისტოს ომის წინ რუსების შემოშვება, მათთვის კომფორტის შექმნა, პროვოკაციაა“. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობია“. ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე „ენჯეოების“ ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ, ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა. რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრესსპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის „ღორის“ წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?“- წერს შალვა პაპუაშვილმა.